მე ახლა შენს წინ დაღლილი ვვდგავარ
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს
შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ
მითხარ ი ხომ არ დავაგვიანე
თუნდაც უსიტყვოდ დამუნჯდეს ენა
მე უშენობის დაღი მატყვია
შენ რომ გინდოდა ის გული მე მაქვს
ვიცი სხვა გული არ გინატრია
აი სად შემხვდი ვით ღამისთევა
მე კი თურმე სად დამღამებია
შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ
შენ უიმედოდ არ გყვარებია
შენ ეძახოდი შორს შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არავის გაუგონია
მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგავარ
ვუმზერ მაგ თვალებ და მაგ იარებს
შენ რომ ეძებდი ის ქალი მე ვარ
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე
აი სად შემხვდი ვით ღამისთევა
მე კი თურმე სად დამღამებია
შენ რომ გიყვარდა ის ქალი მე ვარ
შენ უიმედოდ არ გყვარებია
არ გყვარები