<<უმღერე გულო>>
------1------
მწყურვალისათვის მიმატანინე წყალი
მევალისათვის მიმატანინე ვალი
გაზა აბნეულისთვის მასწავლებინე გზები
შეუწამლავი,შემაწამვლინე ზვრები,
შეუწამლავი,შემაწამვლინე ზვრები.
-------====1-2====-------
მომაძებნინე სხვაგან დამარხული ძმები
ამ ჩემს მამულში დამამარხვინე ძვლები
მათქმევინე ქვეყნად სიცოცხლე ღირდა
მერე წამოვალ,წამოვალ სადაც გინდა,
მერე წამოვალ,წამოვალ სადაც გინდა.
-------====გუნდი====-------
იმღერე გულო სიმღერა ხვალის
არაგვის პირი დამაქარგვინე
თეთრი დალივით შიშველი ხმალი
ახალ სახელებს დაგვაკარგვინებს.
--------2-------
კვლავ იმას ვმღერი რასაც ვმღეროდი
იგივე არს და მისამართი
საქართველოთი,საქართველოთი
იწყება ჩემი ღია ბარათი,
იწყება ჩემი ღია ბარათი.
-------====გუნდი====-------
უმღერე გულო იმ ძველ ნაპრალებს
გშორდები ვიცი სული გმირია
ერთი სიცოცხლე რას დაგვაბრალეს
ასი სკვდილი გამოგვივლია.
მომაძებნინე სხვაგან დამარხული ძმები
ამ ჩემს მამულში დამამარხვინე ძვლები
მათქმევინე ქვეყნად სიცოცხლე ღირდა
მერე წამოვალ,წამოვალ სადაც გინდა,
მერე წამოვალ,წამოვალ სადაც გინდა.