იბერიის მთები
1. ჭირის სუფრას ვინ მართავს, ფრთებს ვისწორებ ღვთის მადლით,
საქართველო მიყვარდა, საქართველოს ვიცავდი.
ნუ ბღავიან ბიჭები, დრო მიმეტებს ტიალი,
სიკვდილს არ ვაპირებდი, სიჭაბუკის ტრფიალით.
ვცოცხლობ უფლის უფლებით,
შავ ჩარჩოში ვინ გაძლებს,
მე ჩემს როლს ვასრულებდი, ჩემს საყვარელ მიწაზე.
ნუ მიტირებს ნურავინ, ბედი მაინც ბედია,
ჩემი თავსაცდუნალი, იბერიის მთებია.
ჩემი ძმათნაფიცები, ჩემს სიმღერებს მღერიან.
2. მიწა იქცა იერად, კვლავ დიდია ცდუნება,
ალბათ მეპატიება,სახლში არ დაბრუნება.
რა ვქანა ხმა რომ მიწყდება,ბედისწერამ ინება,
დედა ნუ გამიწყრება,სატრფოს, ნუ ეწყინება.
მზე - ქართული სიზმარიისევ იფრენს არწივად,
საქართველოს ცისათვისღირდა თავის გაწირვა.
ნუ მიტირებს ნურავინ ბედი მაინც ბედია
ჩემი თავსაცდუნალი, იბერიის მთებია.
ჩემი ძმათნაფიცები
ჩემს სიმღერებს მღერიან. X2