გული ერთ სიმღერად იქცევა
მიღიმიან თაფლის ფერი თვალები
სევდიანი რატომ ხარო
აივანზე ყვავილების ბაღია
გულშიც ედემ ბაღი ხარობს
აღარაფერს ვნატრობ, სულის მშვიდობავ
სიტყვას ვერ შეგბედავ მრუდეს
სიყვარულმა მზემ და მარადისობამ
შენში, ამიშენეს ბუდე
გული ერთ სიმღერად იქცევა
მერე აგენთება ვარდად.
დროს სიცოცხლევ რა გაექცევა
ჩვენი სიყვარულის გარდა.
გული ერთ სიმღერად იქცევა
არა არ დაუშვებს ფარდას,
დროს სიცოცხლევ რა გაექცევა
ჩვენი სიყვარულის გარდა.
ღვინოს დავლევ, ძმობას ჩავეხუტები
აბა რა შეგვრჩება მეტი.
ჩემი სიმღერები არ გახუნდება
ისე, არ გამწირავს ბედი.
სხვა არავინ მინდა, სულის მშვიდობავ
შენსკენ გზას არ გავიმრუდებ.
სიყვარულმა მზემ და მარადისობამ
შენში ამიშენეს ბუდე.
მისამღერი -------------------
Solo ))))))))))((((((((((
მისამღერი -------------------