გინდ მეძინოს.
გინდ მეძინოს მაინც სულში მიზიხარ
თვალს გავახელ ზედ წამწამზე მიზიხარ
( ათი გზა მაქვს ათივე შენსკენ მომდის
( ფიქრები მაქვს წინ შენი სახე მომდის.
ორთაჭალის ბაღში მნახე ვინა ვარ!
დარდი –მანდის ლხინში მნახე ვინა ვარ!
ჯამით ტოლუბაში მნახე ვინა ვარ!
აბა მუშტი–კრივში მნახე ვინა ვარ!
მაშინ შეგიყვარდე, სთქვა: ძვირფასი ხარ.