გარიგება
ვისთვის წვიმაა, ვისთვის ქარია
ვისთვის მზეა და, ვისთვის დარია
ამ სიყვარულმა, წლები არ იცის.
და ძველმა სევდამ, ხელი დამრია.
ქარმა იმდენი, ფიქრი წაიღო
ხან მზე იყო და, ხან ავდარია.
მე უშენობა, ბედმა მარგუნა.
შორ გზას გავყურებ, დიდი ხანია.
და სიყვარულმა, წლები არ იცის.
გულში ცრემლების, ნიაღვარია.
მე ყველაფერი, შენთვის მინდოდა.
სიყვარულისთვის, რას არ სჩადიან.
და სიყვარულმა, წლები არ იცის.
გულში ცრემლების, ნიაღვარია.
მე ყველაფერი, შენთვის მინდოდა.
სიყვარულისთვის, რას არ სჩადიან.
და უმოწყალოდ წლები გადიან.
წლები გადიან, წლები გადიან.