მინდორ ველი მოუჩითავთ იებს
ორი ია შენი ორი თვალი
გათენდება როცა გაიცინებ
განათდება ჩემი გზა და კვალი
მხოლოდ ჩემთვის მხოლოდ ჩემთვის ცხოვრობ
მეც დავეძებ თუ სიხარულს ვეძებ
თუ მიშველი შენ მიშველი მხოლოდ
უცხო გზებზე და შორეულ გზებზე
გამინათე, გამინათე გზები,
შენი შუქი სულის სიმებს არხევს,
ამიყვანე მეცხრე ცაზე ზევით,
უკვდავების გზები დამანახე
მე ვარ შენი პაწაწინა ვარდი
მე ვარ შენი უნაზესი სევდა
ყველაფერზე მშვენიერი ცხადი
მაშინა ხარ როცა სიზმრად გხედავ
გაზაფხული ვიზეიმოთ დედა
ჩირაღდნები ანთებულა ირგვლივ
სიმღერაშიც შენი გული ფეთქავს
შენი მთვარე შენი მზე და სხივი
გამინათე, გამინათე გზები,
შენი შუქი სულის სიმებს არხევს,
ამიყვანე მეცხრე ცაზე ზევით,
უკვდავების გზები დამანახე
გამინათე, გამინათე გზები,
შენი შუქი სულის სიმებს არხევს,
ამიყვანე მეცხრე ცაზე ზევით,
უკვდავების გზები დამანახე
უკვდავების გზა მანახე
დედა.......