გამიფერადე
შემოდგომის ხეებივით მარტო დარჩა მზე,
სევდიანად უკრავს ქარი , განშორებაზე
მერამდენედ ჩაიხუტებს დარდი გულში გულს,
ელოდება ისიც ისევ გაზაფხულს
რა ამღერებს ნეტავ ასე პაწაწინა რტოს
ალბათ უნდა ისიც ვინმემ ნაზად გაათბოოს
ეს სიმღერა მივიწყებულ მოგონებას გავს,
ჩემი გულიც ახლა მას
გამიფერადე , ეს დილა გამიფერადე
ახლა შენამდე ვერ მოვა ჩემი გზა
გათენებამდე ეს ღამე მონატრებად რომ იქცა
ჩემი გულის ხმად გადაიქცა
დრო გავა და თან გაყვება წლების სურნელი,
ალბათ ბევრი ნათქვამი და ბევრიც უთქმელი
ეს სიმღერა მონატრებულ შემოდგომას გავს
ჩემი გულიც ახლა მას
გამიფერადე , ეს დილა გამიფერადე
ახლა შენამდე ვერ მოვა ჩემი გზა
გათენებამდე ეს ღამე მონატრებად რომ იქცა
ჩემი გულის ხმად გადაიქცა
სოლო .......................
მის: 2X