XXVI-საუკუნე ჩვენს სიყვარულს ნათელს ჰფენდა,
ერთი გვქონდა სიხარული, ერთად ვცემდით პასუხს მტერთა.
ღმერთმა ჩვენი ორი ერი, სამუდამოდ შეაერთა.
თუმცა თვალი-თვალს მოსცილდა, გული არ გადასხვაფერდა.
მაშ ავწიოთ სასმისები ყველამ ერთად, ყველამ ერთად,
ძმობის სადღეგრძელო იყოს, ქართველთა და ებრაელთა.
MIშ;-ავავსოთ ძმებო სასმისი მამა-პაპური,
ქარვისებრი ქაშერით და ღვინით კახურით.
დღეგრძელობდეს ჩვენი ჯიში ზნე და იერი.
ძმაო ძმითა ხარ ძლიერი და ბედნიერი.წახვედით და დაგვიტოვეთ, თქვენზე ფიქრი, თქვენზე დარდი,
თქვენს მაგივრად ჩვენს ქუჩებში, თქვენი გულის სითბო დადის,
სანატრელი სტუმრები ხართ, საქართველოს ყველა სახლში,
დღეს თქვენს კაცურ-კაცობაზე, ლეგენდები დადის ხალხში.
ღმერთმა ჩვენი ორი ერი, სამუდამოდ შეაერთა,
ძმობის სადღეგრძელო იყოს, ქართველთა და ებრაელთა
MIშ;------------- შოლლო;---------------
XXVI-საუკუნე ჩვენს სიყვარულს ნათელს ჰფენდა,
წინაპართა საფლავებთან მუხლს ვიყრიდით ყველა ერთად.
თორაა თუ ფსალმუნია, ბიბლია თუ სახარება,
ყველას მადლი შეგვეწიოს, ღმერთმა მოგვცეს გახარება.
მტერმა ჩვენი ეზო-კარი, ვერასოდეს გადათელოს.
გაუმარჯოს ისრაელს და გაუმარჯოს საქართველოს.
ისრაელს და საქართველოს
ისრაელს და საქართველოს