Oოცდაექვსი საუკუნე ჩვენს სიყვარულს ნათელს ფენდა
ერთად გვქონდა სიყვარული ერთად ვცემდით პასუხს ერთად
ღმერთმა ჩვენი ორი ერი სამუდამოდ შეაერთა
თუმცა თვალი თვალს დაშორდა გული არ გადასხვაფერდა
მაშ ავწიოთ სასმისები ყველამ ერთად ყველამ ერთად
ძმობის სადღეგრძელო იყოს ქართველ|თა და ებრაელთა
ავავსოთ ძმებო სასმისი მამა_პაპური
ქარვის_ფერი ქაშერით და ღვინით კახურით
დღეგრძელობდეს ჩვენი ჯიშის წმინდა იერი
ძმაო ძმითა ხარ ძლიერი და ბედნიერი
წახვედით და დაგვიტოვეთ თქვენზე ფიქრი თქვენზე დარდი
თქვენს მაგივრად ჩვენს ქუჩებში თქვენი გულის სითბო დადის
სანატრელი სტუმრები ხართ საქართველოს ყველა სახლში
დღეს თქვენს კაცურ_კაცობაზე ლეგენდები დადის ხალხში
ღმერთმა ჩვენი ორი ერი სამუდამოდ შეაერთა
ძმობის სადღეგრძელო იყოს ქართველთა და ებრაელთა
ავავსოთ ძმებო სასმისი მამა_პაპური
ქარვის_ფერი ქაშერით და ღვინით კახურით
დღეგრძელობდეს ჩვენი ჯიშის წმინდა იერი
ძმაო ძმითა ხარ ძლიერი და ბედნიერი
Oოცდაექვსი საუკუნე ჩვენს სიყვარულს ნათელს ფენდა
წინაპართა საფლავებთან მუხლს ვიხრიდით ყველა ერთად
თორაა თუ თალმუდია ბიბლია თუ სახარება
Yყველას მადლი შეგვეწიოს ღმერთმა მოგვცეს გახარება
Mმტერმა ჩვენი ეზო კარი ვერასოდეს გადათელოს
Gგაუმარჯოს ისრაელს და გაუმარჯოს საქართველოს
ისრაელს და საქართველოს
ისრაელს და საქართველოს