ჩემი გიტარა
სადღაც ღრუბლებში
გაიშლება თეთრი ღრუბელი
და გულთან ჩუმად
ატირდება ისევ გიტარა
როგორც ნიავში შენი თმები კრთიან სიმები
თითებში შენი ლაღი სიო გადაიარა
შენი თვალების წვიმების ზღვამ გადაიდარა
შენთვის დარდობს და მღერის ჩემი გიტარა
Mმის ;
წაგიყვან სადღაც ზღვის პირას
დაგიდებ გულზე თავს
მზემ კოცნა თუ დაგიპირა
ვერც ინატრებდა სხვას
შენს აივანზე გაიღვიძეს ალბათ ვარდებმა
გარეთ კი მზეა და მოგართვა დილამ გიტარა
მე ვარ ის ბიჭი ოდესმე რომ შეგიყვარდება
შენზედ დარდობს და მღერის ჩემი გიტარა
შენი თვალების წვიმების ზღვამ გადაიდარა
შენთვის დარდობს და მღერის ჩემი Gგიტარა
Mმის ;
ზ ; ჩინჩალაძე
ტექ.. დ; გიგინეიშვილი