ნისლივით გაიფანტა, ძველი მოგონება, მას თან გაჰყოლია ფიქრები
ნეტავ სად წავიდნენ ნეტავ სად არიან, უბნის ახალგაზრდა გოგო ბიჭები
ახლა მოგონებებს შემოვრჩით რას ვიზამთ, ვიხსენებთ ისევ ყველაფერს თავიდან
პირველმა სიყვარულმა კოცნით დაბნეულმა, თავი რომ დახარა და სადღაც წავიდა
გაქრა ის რაც იყო გაქრა დარჩა ისევ მოგონებად, ჩვენი სიყმაწვილის წლები მოგვენატრება
ძველი მეგობარი მხვდება ღიმილით და წარსულ მოგონებებს დარდით ვიხსენბთ
ეხ რამდენი ტკივილი და რამდენი სიხარულით დროს დროს კი ვერაფერ აჩერებს
ისევ გაგვიფრინდა ის წლები სინანულით ჩვენ სიტყვა დროზე ვეღარ გავბედეთ
ახლა თავდახრილი მივყვები გავლილ გზასდა ამ დარჩენილ წლებს უნდა შეურიგდე
გაქრა ის რაც იყო გაქრა დარჩა ისევ მოგონებად ჩვენი სიყმაწვილის წლები მოგვენატრება
-------------------------------------------------------------------------