იმერული სუფრა
წამო უნდა გაგასინჯო იმერული სუფრა,
ევროპული კი არ არის ლაზათი აქვს სულ სხვა,
ბუხრის პირას ჩამოვჯდებით დოქით მოვა ღვინო,
მწვადები არ მოგვაკლდება უნდა ვიღიღინოთ.
მისამღერი
:ვინ გვაკადრებს აბა ნამცხვარს ყავასა და ჰამბურგერს,
იმერული სუფრა არის არ ჰგავს ალაფურშეტს,
ჩვენს ქეიფში რომ იცლება დიდზე დიდი ტიკი,
მაგათმა კი უნდა წრუპონ ასი გრამი ვისკი -2-ჯერ
სოლო.
თამადა გვყავს ვაჟკაცური მტკიცე როგორც რკინა,
იმათ სასმით ეს კლებია ბლანჟე და კიკინა
დღეს ევროპულს გვაძალებენ მოდი თვითონ ნახეთ
ხვალ ნეტავი რა იქნება ცუდადაა საქმე.
მისამღერი
:ვინ გვაკადრებს აბა ნამცხვარს ყავასა და ჰამბურგერს,
იმერული სუფრა არის არ ჰგავს ალაფურშეტს,
ჩვენს ქეიფში რომ იცლება დიდზე დიდი ტიკი,
მაგათმა კი უნდა წრუპონ ასი გრამი ვისკი -2-ჯერ