იმერული პოპური
წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალო ქარო,
თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს ვინა ხარო,
( 2 ) უპასუხე რომ სუნთქვა ხარ, არ კი უთხრა ვისი,
ამას თვითონ მიგიხვდება ჩემი ქუთაისი.
ქუთაისი ქალაქია, ინდუსტრიის მშენებელი,
( 2 ) წყალტუბო კი მხარე არის, მისი დამამშვენებელი
პაუზა
ზესტაფონო,ზესტაფონო გშორდები,
შორს მივდივარ, მივალ გემშვიდობები.
( 2 ) ვაიმე ჩემო, ვაიმე ჩემო ვენახო,
შვიდ წელიწადს, შვიდ წელიწადს ვერ გნახო
წავიდა და გაფრინდა, თვალიც ვერ მოვატანე,
( 2 ) ჩემი ახალგაზრდობა, სიყვარულს გავატანე
( 2 ) ჭუკო, ჭუკო, ჭუკისა-ჭუკო ინდაურისა,
იჭუკჭუკეთ ჭუკებო-ჭუკო სიყვარულისა
გოგო მიდის მოხვეულში, ოდელია-რანუნი,
( 2 ) ვსტაცე ხელი არ გოუშვი ოდელია-რანუნი
დედამისი მეხვეწება, ოდელია-რანუნი,
( 2 ) აკოცე და გამოუშვი, ოდელია-რანუნი
პაუზა
მიდი პავლე მიდი მალე, დაუბნელე შენს მტერს თვალი,
თორმეტ ქორწილს გადაიხდის, თორმეტ ქორწილი გადაიხდის,
ამისთანა მოსავალი.
( 2 ) რირა-ორირაო-რერა რირა ორერა, ორერა რირა-ორერა.
დღე და ღამე ლუკმა-პურის შოვნაში,გვითენდება, გვიღამდება შრომაში.
( 2 ) დაჰკარ სანამ რკინა ცხელია მუშა კაცის ბედი ძმაო ძნელია
ეს ქვეყანა უსასრულოდ დიდია, განა ყველა მუქთახორა ფლიდია
( 2 ) შენ კი დაჰკარ რკინა ცხელია, მუშა კაცის ბედი ძმაო ძნელია
რერო, სულ არ მოვალ ამ ქვეყანას რერო,
შენ რომ არ მეგულებოდე რერო, ჩემო კარგო ჩემო მშვენიერო.
რერო წუთისოფლის სტუმრები ვართ რერო,
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება რერო,
ჩოდა-ჩემო კარგო, ჩემო მშვენიერო.