იების მდელოში,იმედით გელოდი
მაგრამ შენ თურმე სხვის გაზაფხულს
მზესავით შველოდი
და მაინც ამ ლოცვით
შენ გზაკვალს დავკოცნი
სიცოცხლის მე შენს სადღეგრძელოს
ბოლომდე გამოვცლი
მის;
გელი გელი მოგელი მე წუთი წუთი ყოველი
და აჩრდილივით დამდევ ცხოვრების გზებზე
-და მაინც მოგელი გელი
გელი გელი მოგელი მე წუთი წუთი ყოველი
-შენ გაზაფგულისა ხარ მახარობელი
ამ გულის ტაძარში შენ სანთლადღა დამრჩი
ჩვენს ამბავს ალბათ
ხვალე ვიღაცა წიგნივით გადაშლის
მუზები გეძებენ ტირიან გედები
ცრემლების წვიმა კვალს არაშლის
კვლავ ნისლით თენდები