=მზე ჩრდილებს იცვამს=
ახლა ქარია გარეთ,
ახლა ამ ოქტომბრის სისხამს,
გაგაგონო იქნება ხმა,
რომ მზესავით მჭირდები, ვფიცავ!
გაგაგონო იქნება ხმა,
რომ მზესავით მჭირდები, ვფიცავ!
მინდა გადავარჩინო
ჩვენი მომავლის რწმენა,
ფრთები ელოდებიან შენს გამოჩენას.
ალბათ ვერასდროს, შენ ვერასდროს ვერ გაიგებ,
მოლოდინებმა როგორ დაღალა გული,
როცა ხელები მიიწევდნენ ხელებისაკენ
ბავშვივით წრფელი ის იყო სიყვარული.
როცა ხელები მიიწევდნენ ხელებისაკენ
ბავშვივით წრფელი ის იყო სიყვარული.
როგორ, როგორ შევძლო ქარების გაძლება,
ათასი დარდის და დარდის და ტკივილის დაძლევა
ვიზოგავ შენგან შერჩენილი სითბოს...
როგორ, როგორ შევძლო ქარების გაძლება
ბორგავს სიცივე და ეჭვებს ემატება,
სულში იმედებს მინგრევენ თითქოს...
ალბათ ვერასდროს, მე ვერასდროს ვერ გავიგებ,
იქნება გიჭირს და მე ვერ გშველი.
არ მავიწყდება თოვლში მოსული ფოთლებივით
ათრთოლებული შენი პატარა მხრები.
არ მავიწყდება თოვლში მოსული ფოთლებივით
ათრთოლებული შენი პატარა მხრები.
როგორ, როგორ შევძლო ქარების გაძლება
ათასი დარდის დარდის და ტკივილის დაძლევა
ვიზოგავ შენგან შერჩენილი სითბოს...
როგორ როგორ შევძლო ქარების გაძლება
ბორგავს სიცივე და ეჭვებს ემატება
სულში იმედებს მინგრევენ თითქოს...