ისევ ის ბიჭი ვარ 25
გაირღვა ღრუბელი და მთვარემ გოლიათს
სხივები მოსტაცა ქუჩებში დაღვარა
მივდივარ მივყვები და ასე მგონია
ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა
საყვარელ ქუჩებში ბრწყინვალე დარია
მივდივარ მივყვები ხეივნის აჩრდილი
საყვარელ ქუჩებში მრავალი ქალია
მრავალი ქალია მაისის ყვავილი
გავცქერი ხეივანს ვარდისფერს ბროლიანს
სარკმლიდან გოგონამ ღიმილი მახარა
მივდივარ მივყვები და ასე მგონია
ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა