ისევ ის ბიჭი ვარ
გაირღვა ღრუბელი და მთვარემ გოლიათს
სხივები მოსტაცა ქუჩებში დაღვარა
( 2 ) მივდივარ მივყვები და ასე მგონია
( 2 ) ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა
საყვარელ ქუჩებში ბრწყინვალე დარია
მივდივარ მივყვები ხეივნის აჩრდილი
( 2 ) საყვარელ ქუჩებში მრავალი ქალია
( 2 ) მრავალი ქალია მაისის ყვავილი
გავცქერი ხეივანს ვარდისფერს ზოლიანს
სარკმლიდან გოგონამ ღიმილი მახარა
( 2 ) მივდივარ მივყვები და ასე მგონია
( 3 ) ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა