დრომ განშორება მოიტანა
თითქოს დამთავრდა ყველაფერი
ქარმა სიტყვები მოიტაცა
ვერ გაგაგონე ვერაფერი
ისევ გეძახი მაგრამ სიჩუმე დგას
მე შენზე ფიქრი მახსენებს თავს,
შენ ახლა შორსა ხარ ძალიან შორს
და ალბათ გვიან იქნება ხვალ, გვიან
იქნება ოცნება გაჰყვება დროს
იქნებ დაკარგე ნაცნობი გზა
სევდიან ფიქრებში მეორდები
იქნებ ჩემს ნაცვლად მოვიდა სხვა
შენ აღარ მოხვალ მე მაინც გელოდები
იქცა წარსულად ის დღეები დაკარგულ
სიყვარულს რამდენ ხანს ვეძებდი
თითქოს დამთავრდა ყველაფერი
და მაინც რატომ ვერ გელევიიიი
მე შენზე ფიქრი მახსენებს თავს
შენ ახლა შორსა ხარ ძალიან შორს