სალაღობო
ქალავ შენი სილამაზე
არვის არ შეადარო
მთაში შვლის ნუკრს ემსგავსები
ბარში ბულბულ იადონს
შენზედ ფიქრში წლები გადის
უშენობა მერევა
სანამ ჩემად არ გიგულებ
დარდი არ დამელევა
ჰეიდა ჰარალე/2X
ცხორს გავყევ და თან წავიღე
ქალავ შენზე ფიქრები
სიზმრად მაინც თუ ვერ გნახე
დარდიანი ვიქნები
/ნეტავ როდის მეღირსება
შენს ბაგეზე ვტკბებოდე
არავისთვის არ მეგალოს
მარტო შენთვის ვმღეროდე/X2
იალაღზე ცხორს გავშლი და
გადავხედავ მთაგორებს
ყოველ დილით მზის ამოსვლა
მხოლოდ შენს თავს მაგონებს
/ცხადში ვარ თუ სიზმარში ვარ
მე შენს გამო ვილევი
შენ თუ ჩემი არ გახდები
მართლა გადავირევი /2X
H