ირემო
ოღონდ შენ გამიღიმე და გამიღიმილე ცისკარი
გამიღიმილე ცისკარი
შენ მყავდე გულის იმედად შენ მყავდე დასაფიცარი
შენ მყავდე დასაფიცარი
ოღონდაც ისე გამათბე წუთი არ მქონდეს ერთფერი
წუთი არ მქონდეს ერთფერი
გულს სანთელივით ავანთებ და შენთვის დავიფერფლები
და შენთვის დავიფერფლები
დიდხანს გეძებე გიპოვე ჩემო ფიქრო და ოცნებავ
ვერ დაგივიწყე ვერ შევძელ შენ ჩემო ირმის თვალებავ
თურმე რა ახლოს ყოფილხარ ჩემდა გულგასახარადა
ირემო მთასა მყვირალო შენთვის ჩამოველ ბარადა
ოღონდ შენ გამიღიმე და გამიღიმილე ცისკარი
გამიღიმილე ცისკარი
შენ მყავდე გულის იმედად შენ მყავდე დასაფიცარი
შენ მყავდე დასაფიცარი
ირემო მთასა მყვირალო შენთვის ჩამოველ ბარადა
შენთვის ჩამოველ ბარადა