მე საიდუმლოს შენახვა ვიცი
------------------------------------------
1. მე საიდუმლოს შენახვა ვიცი
და რა ხანია გულში ვინახავ
სევდას რომელსაც შენ ვერ მიმიხვდი
შენმა თვალებმა ვერ დაინახა
------------------------------------------------------
2. მე უსასრულო ლოდინიც ვიცი
ვერ გამიგია რამ გაგაოცა
ღმერთი არა მწამს და ხატის ნაცვლად
მე შენს თვალებზე ვისწავლე ლოცვა
---------------------------------------------------------------
3. და შენზე ფიქრებს მივდევ კვალდაკვალ
გულს იჭვის ლანდმა გადაუარა
მე არც კი ვიცი ახლა სადახარ
და არც ის ვიცი მოხვალ თუ არა
---------------------------------------------------
4. მე საიდუმლოს ამოხსნაც ვიცი
და ვიცი შენი ფარული ზრახვა
გან-გან დადიხარ რომ უფრო მეტად
მომინდეს შენი ღიმილის ნახვა
ღმერთი არა მწამს და ხატის ნაცვლად
მე შენს თვალებზე ვისწავლე ლოცვა
--------------------------------------------------------