ფარდები
დაშვებული ფარდები, დაკარგული წლები
არა არ გიჯავრდები დედას გეფიცები
დაბინდული ნისლები დამსხვრეული ფრთები
არა არ მესიზმრები აღარც მელანდები
დაბინდული ნისლები დამსხვრეული ფრთები
აღარ მესიზმრები აღარც მელანდები
ჩამქრალი კელაპტრები ხავსიანი ქვები
აღარ მომენატრები აღარც მეყვარები
დასეტყვილი ვენახი დაწყვეტილი გზები
არა მე არ გეძახი დედას გეფიცები
დასეტყვილი ვენახი დაწყვეტილი გზები
არა მე არ გეძახი დედას გეფიცები
მოდულაცია
დაბინდული ნისლები დამსხვრეული ფრთები
აღარ მესიზმრები აღარც მელანდები
დაშვებული ფარდები, დაკარგული წლები
არა არ გიჯავრდები დედას გეფიცები
ჯ. სეფიაშვილი