ძველი თბილისი ისევ მიგონებს ნისლივით ჩნდება დარდი
ერთ დროს პირველი მეფაიტონე ქუჩაში ფეხით დადის,
ძნელი ყოფილა თურმე სიბერე გულო გაუძელ ტკივილს,
წვიმა მოსულა არვის ეგონოს,გაყიდულ არღანს ვტირი.
მის : ფანჯარაში მტრედია ნეტავ ვისი ბედია,
არ მამიკლა გენაცვა, ჩემი საყვარელია.
მზეზე ვთბები და ხშირად ვიხსენებ, რაღაც მინდოდა მეთქვა,
ვიხსენებ მაგრამ, ვერ გავიხსენე რატომ მოვედი თქვენთან.
არც ფაიტონი აღარც ცხენები, რატომ არაფერს მეტყვით,
სად მიმაქროლებს ჭენებ-ჭენებით წუთი სოფელის ეტლი.
მის : . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მივდივარ ძნელი ყოფილა წასვლა მშვიდად ვისტუმრებ ვალებს
უკანასკნელი სიმღერის ფასად, უკანასკნელად დავლევ.
მივდივარ მიმაქვს ჩემსავით ძველი დარდის გუდურა სტვირი,
უკანასკნელი ყარაჩოღელი ემშვიდობება თბილისს.
მის : . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .