იები.
მახსოვს გიკრეფდი იებს
კრძალვით გიბნევდი თმაში
სიო არხევდა ტოტებს
რა კარგი იყავ მაშინ.
მის: 2 ჯერ
რა კარგი იყავ მაშინ
ერთად ვიყავით როცა
ლურჯი იექით ხელში
წამწამებს ხრიდი მორცხვად.
მერე აცივდა ისევ
და შემოდგომა დადგა
შენ ვეღარ ძლებდი ჩემთან
სულ სხვამ მოგხიბლა რადგან.
მის: 2 ჯერ
და მიმატოვე მყისვე
გაუჩინარდი ბნელში
და მე მარტო ვარ ისევ
ლურჯი იებით ხელში.
სოლო 1- ჯერ
მის: 2-ჯერ
რა კარგი იყავ მაშინ
ერთად ვიყავით როცა
ლურჯი იექით ხელში
წამწამებს ხრიდი მორცხვად.