Lyrics
შენს ლამაზ ქუჩას როგორ უხდება აკაციების ლამაზი ტევრი
მოვა ზაფხული პატარა სარკმელს დაეფინება ყვავილი ბევრი
თეთრი ვარდივით დაეფინება შენი ღიმილი პატარა სარკმელს
მე მშვიდად როგორ დამეძინება სანამ სარკმლიდან არ გეტყვი სათქმელს
მე ისე დილას ვერ გავითენებ ელვამ არ გამკრას შენი თვალების
იმ ფოთოლივით სევდით ყვითელი შენ სახლთან ბნელში დავიმალები
ქარი შეარხევს ტოტებს დაცვარულს დღეს რომ ყვავილთა მტვერი შემოაქვს
სევდას დაფარულს ტრფობას დაფარულს გრძნობას დაფარულს სულ სხვა გემო ააქვს
თეთრი ვარდივით დაეფინება შენი ღიმილი პატარა სარკმელს
მე მშვიდად როგორ დამეძინება სანამ სარკმლიდან არ გეტყვი სათქმელს
ქარი შეარხევს ტოტებს დაცვარულს დღეს რომ ყვავილთა მტვერი შემოაქვს
სევდას დაფარულს ტრფობას დაფარულს გრძნობას დაფარულს სულ სხვა გემო ააქვს
გრძნობას დაფარულს სულ სხვა გემო ააქვს
ტრფობას დაფარულს სულ სხვა გემო ააქვს