ჩემო გოგო ციდან ჩამოფრენილო,
რამდენჯერ ვარ შენი ეშხით დამთვრალი
გადმოფრინდი, გადმომხედე მითხარი,
ჩემი ბედი , ჩემი ბედი სად არის - ოო } 2
გადმოფრინდი, ჩაგიხუტო ჩაგიკრა,
გულის დარდი ერთად გავიზიაროთ
გზა მასწავლე სამოთხისკენ სავალი,
რომ მეც იმ გზით რომ მეც იმ გზით ვიარო - ვიარო }2
წახვედი და გაიხურე კარები,
სხვასაცა აქვს შენისთანა თვალები
წადი -წადი გზებიც დამოლოცნია
დაივიწყე რაც შენთვის მიკოცნია }2