ოცნებად ვიხდი,რაღაც უცნაურს
მომყავს ვარსკვლავთა მთელი ამალა
ღრუბელი ღრუბელს ჩაუჩურჩულებს
და საიდუმლოს ღამე დამალავს
მის:
მთელი ღამე რომ თოვლმა ითოვოს
ატამი მაინც გაიკვირტება
მეფის ქალი რომ გლეხმა ითხოვოს
ამაღამ არც ეს გამიკვირდება
ღელავს ასული და გალობს შაშვი
მიმალულია ვარსკვლავთ კრებული
და მოსჩანს მტკვარი ობოლი ბავშვი
შუა გამეში მიტოვებული