მითხარ რატომ მენატრები ძალიან,
ვერ გივიწყებ, ვერ განებებ თავს
მონატრება სიყვარულის ბრალია
დღე და ღამე უშენობა მკლავს
ვერ ვივიწყებ შენს ბაგეებს ჩურჩულით
რომ მითხარი ,,მე შენ მიყვარხარ,,
შენთან ერთად გატარებულ ყველა წუთს
მე სათუთად გულში ვინახავ
რად წახვედი, რად დამტოვე, დამიტოვე გულში სევდა იარა
ხომ მითხარი მიყვარხარო, ასე უცებ რატომ გადაგიარა
მინდოდა რომ შენთან ერთად სიყვარულის დიდი კოშკი ამეგო
ბედნიერი ვიქნებოდი, შენ რომ ჩემი გულის სუნთქვა გაგეგო
ახლა მივხვდი უშენობას ამ ქვეყნად
თურმე აზრი არა ჰქონია
მონატრებას სევდასა და იმედებს
გულში თეთრად დაუთოვია