შენთვის მიკრეფია მინდვრად ყვავილია,
მთელი მთა და ბარი, ფეხით მომივლია,
ფიქრსა, ოცნებაში წლებიც გაილია,
შენი სადღეგრძელო, ასგზის დაილია.
ჩუმად მოვპარულვარ, თვალი შემივლია,
ღია ფანჯარასთან ახლოს ჩამივლია,
ხელი კანკალითა შენსკენ წამიღია,
დიდი სიყვარული, გულში გამივლია.
ბევრჯერ თაიგული კართან მომიწყვია,
ტრფობით გათანგულსა, ლოცვაც დამიწყია,
ცვილის კელაპტრები ხელში ჩამიწვია,
მაგრამ ვერაფერი, შენთან გამიწყვია.
SOLO
მთები ყინულისა ცრემლით დამიდნია,
ჩემი საიდუმლო შენთვის გამინდია,
შენსკენ სავალ გზაზე არვინ დამინდია
თუკი რამ შევცოდე, ღმერთსაც შეუნდია!