გემი გაცურდა
გემი გაცურდა, თეთრი აფრები,
კავკასიონი დაუთოვია,
მე შენ სიყვარულს, დავედევნები,
დავედევნები როგორც თოლია.
შენი ღიმილი, შენი ალერსი,
რა ვქნა გულში რომ ვერ დაეტია,
ტალღებს გავანდე, ჩემი ფიქრები,
დაგეწევიან მაინც გეტყვიან.
ნეტავ რა არის, გულს რომ მიღონებს,
ცხოვრება ჩემი დატანჯულია.
სულ თვალწინ მიდგეს, არა მშორდება,
მეუბნევიან სიყვარულია.
შენი ღიმილი, შენი ალერსი,
რა ვქნა გულში რომ ვერ დაეტია,
ტალღებს გავანდე, ჩემი ფიქრები,
დაგეწევიან მაინც გეტყვიან.