ვერხვის ფოთოლი
---------------------------------
1.ყოველთვის როცა დაბერავს ქარი,
და ნისლს მთებისას გაიფენს აფრად,
ვერხვის ფოთოლთა თეთრი ლაშქარი,
აშრიალდება უშორეს ზღაპრად.
მის;
--------------------------------
ვერხვის ფოთოლთა, თეთრი ლაშქარი,
აშრიალდება, უშორეს ზღაპრად.
--------------------------------
2.მას შემდეგ ვერხვი და იალქანი,
ქარის სიმძიმით გადაიხარა
შენ კი სადა ხარ ამდენი ხანი,
რისთვის ან ვისთან არ ვიცი არა.
მის;
3ზღაპარი იგი მათრობა და მხიბლავს
ძველი ღვინის სმით უღონოდ მძაფრად,
სადღაც დაკარგულ, ვარდს და გვირილას,
მოგონებებში ვიჭერ თანაბრად
მის;