წადი შორს წადი.
ასე მგონია ქარს გავატან შენზე ოცნებას 16-D-19-IMEDA
და სამუდამოდ დავივიწყებ შენს ლამაზ თვალებს. 21-D-21-SAX
ასე მგონია არ გიყვარვარ ძვირფასო მაგრამ
შენზე ფიქრებში სიყვარული მაინც მადარდებს.
მის: წადი შორს წადი იქნებ სულაც გადამავიწყდე
შენს სანუგეშოდ სანუკვარი მოვლენ იები
მაგრამ შენს თვალებს ლამაზ თითებს რა დამავიწყებს
სიზმარში მაინც ანგელოზად მომევლინები.
წადი ძვირფასო იქნებ ჩვენთვის ასე აჯობებს
ერთმანეთისთვის არ ვყოფილვართ თურმე შექმნილი
ბედმა გამწირა სიყვარულში მწარედ დამცინა
იქნებ შენ ეხლა შენი ბედით ხარ კმაყოფილი.
მის: რადგან შენ ჩემთვის სიყვარული ვერ გაიმეტე
შენი ხილვითაც მე უზომოდ კმაყოფილი ვარ
ამ ხნის მანძილზე თუ არასდროს არ გყვარებივარ
მაინც მიყვარხარ იმ დღეების მადლობელი ვარ.
შენ ვერასოდეს ვერ გაიგებ როგორ მიყვარდი
მე სიყვარულის მათხოვარი არა ვყოფილვარ
იქნებ გიყვარდი ეხლა ნანობ რომ მიმალავდი
ო სიყვარულო დამტანჯველი რამე ყოფილხარ.
მის: ==========================================.