გზა სიარულმა დალია სიპი ქვა წყალთა დენამა
მე მომკლა ბოლო მომიღო შენი თვალების ცქერამა
ვერ დაგიცავენ ყოველთვის შენი ლამაზი თვალები
სახლს შემიოგიმტვრევ შემოვალ გინდებას რკინის კარები
მის: ძერამ წიწილა წაიღო იძახდა წიავ წიავსა,იმისი თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა და.
მიწაზე რომ ვერ გიპოვნე ზემოთ ღრუბლებში გეძიე,
ფრთებით გავკვეთე ცა მაგრამ,ფრთებითაც ვერ დაგეწიე
როგორ მინდოდა სარეცელს შენთვის ნაქსოვი ფარდაგი
ცხელ გულზე წამლად დამეცეს,შენი ტუჩების ბადაგი
მის:ქვეყანა შემომატარა მშვენებამ შენი ტანისა,სად დამემალა თვალები ჩემი ოცნების ქალისა და