მზე აყვავებულ ცაცხვებს დაჰხარის
სურს სურნელება საამოდ ნამოს
ფუტკარი როგორც აფთიაქარი
ყვავილებისგან გვიმზადებს წამალს.
მე ფუტკრის ზუზუნს გულს ვუთმობ ბინად
გული ჰანგების შუქით გამთბარა,
ჩემს და მზეს შორის ფუტკარიც ფრინავს,
როგორც სიცოცხლის ელჩი პატარა.
იფრინე ქვეყნად, იფრინე ქვეყნად,
რომ მუდამ გეთქვას შენი სათქმელი,
იმაზე კარგი რა უნდა იყოს
ხალხს თაფლი მისცე და ღმერთს სანთელი.
მე შენ დაგეძებ ჩემო ოცნებავ,
მინდა მოგიძღვნა ყვავილთა კონა
შენა ხარ ჩემი მანათობელი
ცისკრის ვარსკვლავო, შენი ვარ მონა.
მე შენ დაგეძებ, უნდა გიპოვნო
შენზე უმანკო ქალი სად არი
დედოფალი ხარ შენ ქალთა შორის
ვერ მიპოვნია სიტყვა სადარი.
ახლაც წინ მიდგას შენი თვალები
თვალები მწველი, ალერსის მგვრელი,
ჩემო ოცნებავ, ნუ მემალები
მე შენ დაგეძებ, მე შენ გიმღერი.
სოლო )))))))))))((((((((((((
ფუტკარი როგორც აფთიაქარი
ყვავილებისგან გვიმზადებს წამალს.