ლელა წურწუმია – ალალმე
(მუსიკა: ნუგზარ ფსუტური; ტექსტი: ვლადიმერ გათენაშვილი)
ამ ცხოვრებამ ვერ დამიგო ფიანდაზები,
ვერ ამიგო სამოთხის დარბაზები.
ვერც უეკლოდ ვერ დავკრიფე ქორფა ვარდები,
კაცი თუ ხარ მოდი ნუ გაბრაზდები.
წავიდა ცხოვრება ძველი
მთვრალი ვარ, ამიტომ ვმღერი.
.. ალალ მე, ალალ შენ, ალალ ბედად დავალ
სადაც შენ, იქაც მე ერთად წავალთ X2
ცაზე მთვარე შემომხვდება ღამე და ნათელი
ვის ვემდური ვის ან ბედს რას ვემართლები
სად არიან ჩემი ძველი დარდიმანდები
წავალ მეც და მათთან დავიკარგები
წავიდა ცხოვრება ძნელი
მთვრალი ვარ ამიტომ ვმღერი
.. ალალ მე, ალალ შენ,ალალ ბედად დავალ
სადაც შენ, იქაც მე ერთად წავალთ 4X
ცაზე მთვარე ამოსულა ღამე და ნათელი
ვის ვემდური ან ბედს რად ვემართლები