მონატრებიხარ ფიქრებს
გული ყველაფერს ვეღარ დაიტევს,
გული დარჩენას გთხოვს
შენ ყველა ქალი გადამავიწყე,
სულში ფიქრებით თოვს.
მონატრებიხარ ფიქრებს, მომნატრებიხარ მე
მინდა გიმღერო საოცნებო შენ.
როგორ არ გითხრა ადრე რაც იყო,
როცა დაგხატე მზე
დაგინახე და რაღაც დაიწყო,
გზად შენზე ფიქრი მდევს.
ეს გაზაფხულის წვიმა, ვიცი გისველებს თმებს
ვერ მოვერიე უშენობას ვერ.
სადახარ შენზე ფიქრებში დამთენებია
გაიგე ჩემო უშენოდ არ სემძლებია
ნეტავ ეს წლები უშენოდ საით მიდიან
რამდეჯერ მინდა გაკოცო, არ დამითვლია
ნეტავ რა უნდა გეთქვა, ანდა სადახარ სად
ქარებს მოვყავარ შენთან, არ მინდა სხვა
თავზე დაღლილი ფიქრებით დამთენებია
ეს მონატრების უძილო ღამეებია
ნეტავ ეს წლები უშენოდ საით მიდიან
რამდეჯერ მინდა გაკოცო არ დამითვლია
ღამე მომიყვანს შენთან, ღამე სიყვარულს გავს
ისევ ვიქნებით ერთად, გიბედავ თქმას.
თავზე დაღლილი ფიქრებით დამთენებია
ეს მონატრების უძილო ღამეებია
ნუთუ ეს წლებიც უშენოდ გადაივლიან
რამდენი კოცნა გაჩუქე არ დამითვლია
გული ყველაფერს ვეღარ დაიტევს ვერ