აჭრიალებს.
აჭრიალებს ქარი კარებს, ქორი კოკობს ემალება
მე თუ ვინმე შემიყვარებს, სიკვდილამდე მეყვარება
აჭრიალებს ქარი კარებს, არ გამოდის გოგო გარეთ.
მის:
ინდი–მინდი ფერად შინდი, ჰარი–ჰარალე
ვაი გული როგორ მიმდის, ასე მალმალე
გოგოვ ნუ ხარ ენა მწარე, ჭიკჭიკი ნუ გეზარება
მე თუ ვინმე შემიყვარებს, სიკვდილამდე მეყვარება.
ღობე–ღობე მივდევ შარას, უკან გვრჩება სერებიო
არ გამექცე არ გაკოცებ, მხოლოდ მოგეფერებიო
აჭრიალებს ქარი კარებს, იჭყიტება გოგო გარეთ.
მის:
ინდი–მინდი ფერად შინდი, ჰარი–ჰარალე
ვაი გული რატომ მიმდის , ასე მალმალე
ხელით მომაქვს თეთრი მთვარე, სიცოცხლე და ნეტარება
მე თუ ვინმე შემიყვარებს, სიკვდილამდე მეყვარება.