დაგიჯერებ, ყველა სიტყვას დაგიჯერებ
რომ ამ გულში ჩემს სიყვარულს ეტრფოდი
ამ დღის მერე, ისევ შენ თავს დავიფიცებ
მე წლებია შენთან მოსვლას ველოდი.
დილა შენი გაზაფხულად ამღერდება
შემოდგომით წვიმა სიზმრად მოგიყვანს,
ყველაფერი შენს სიყვარულს დაბრალდება
და ცხოვრებას დღეს სამებათ მოგიტანს.
მისამღერი:
.. გაპატიებ, შეცდომებსაც გაპატიებ
გულში წყენას დავივიწყებ მეც მალე,
შენი თბილი დაპირება ამატირებს
ჩემს ტკივილებს გთხოვ მალამოდ ესტუმრე.
.. ეს გზა შენთვის, მხოლოდ შენთვის გამივლია
ეს ცხოვრება თურმე ვის რას გვიმზადებს
მარტოობა დღე-ღამეში ამირია
დაბრუნდი და გული გეტყვის სიმართლეს Х2
დილა შენი გაზაფხულად ამღერდება
შემოდგომით წვიმა სიზმრად მოგიყვანს,
ყველაფერი შენს სიყვარულს დაბრალდება
და ცხოვრებას დღეს სამებათ მოგიტანს.
დაგიჯერებ, ყველა სიტყვას დაგიჯერებ
რომ ამ გულში ჩემს სიყვარულს ეტრფოდი
ამ დღის მერე, ისევ შენ თავს დავიფიცებ
მე წლებია შენთან მოსვლას ველოდი.
გაპატიებ, შეცდომებსაც გაპატიებ
გულში წყენას დავივიწყებ მეც მალე,
..შენი თბილი დაპირება ამატირებს
ჩემს ტკივილებს გთხოვ მალამოდ ესტუმრე Х2
ამ დღის მერე, ისევ შენ თავს დავიფიცებ
გაპატიებ, გაპატიებ!