(მისამღერი)
ბიჭო ამას არაფერი არ ათრობს,
მეყო, კმარა, არ დამისხა არ ამბობს,
მე რომ მივყვე ერთი ყანწით გამაქრობს,/
ქეიფობს და ზორბა ღიპით ამაყობს./2
1-ღვინო, ჭაჭა, კონიაკი,ზემოდანაც კასიაკი გადასცხო,
ღიპზე ჭიქა შამაიდო და იკითხა სხვა სასმისი რა გაქვთო,
ფიალიდან დაწყებული, დაგრეხილი დიდი ყანწიც გაგვაცნო,
ნეტავ ვინმემ დამირეკოს, ვიმიზეზო და აქედან გავასწრო.
(მისამღერი)
2-დილაა და თვალს ვერ ვახელ, ვერ ვიხსენებ ვინ მომიტანა სახლში,
ეს კი თავზე დამდგომია, ადექ ბიჭო ვპახმელიობთ დუქანში,
მე კიდე ისევ მთვრალი ვარ, ვერ ვიფხიზლებ შენ კი ქეიფს არ იშლი,
შენ შეგერგოს მე აღარ ვსვავ, გადავბრუნდი, ჩავიხუტე ბალიში.
(მისამღერი)