მე უკვე ვიცი, რომ ხარზღაპარი რა არ მიამბეს ცისკრისზარებმა
სადაც გაივლი შენი გზა-კვალი ნუშების თოვლით დაიფარება.
მე უნდა გძებნო, მე უნდა გპოვო თუნდ წინ აღმიდგეს მთელი საწუთრო
როგორმე უნდა დაგიმარტოვო, როგორმე უნდა დაგისაკუთრო.
მის;
ციდან შენთვის დავეშვი, შენთვის უნდა ვხარობდე
რომ შენს ბაღჩა-ბაღებში, წყაროდ მოვწანწკარობდე.
დავშრე როცა გაგცვალო, არ მოვითხოვ დანდობას
უნდა შენ განაცვალო, ჩემი ახალგაზრდობა.
2.
მოვდივარ სტვენით შემკრთალი შველი და ბალახივით მომაქვს ლექსები
რწმენა მაქვს შენი, ნდობა მაქვს შენი გულში გიკრავ და გეალერსები.
შენ რომ არ იყო წვა არ იქნება შენ რომ არ მყავდე ხსნა არ იქნება
წარსული ჩემი სიმღერასავით გულიდან გულში გადაიღვრება.
მის: