არეულ წუთისოფელს, ვერაფერს გაუგებ.49
დღეს თუ კაცს გაახარებს, ხვალ მახეს დაუგებს.
ბურთივით გვათამაშებს, დანდობას ნუ ელი.
ვინა ხარ არ დაგიდევს, ბრძენი თუ სულელი.
სხვამ რაც უნდა ისა სთქვას, მე ჩემ თავად მითქვია,139
რაც გულში მიფიქრია და მწამს.
ძმა თუ ხარ და მოკეთე, კარგს თუ ვერ გამიკეთებ,
სიავისთვის ნუღარ გამწირავ.
რამდენი კაცი ვიცი, სიტყვას რომ არ იღებს,203
არ უყვარს ფიცი-მტკიცი, მოგისმენს გაგიგებს.
ზოგი ეძებს სავარძელს, ზოგი ერთი ქონებას,228
მე ჩემს თავად ერთი რამე მწამს.
სანამ მკერდში გული ძგერს, სანამ მიჭრის გონება,
მეგობრისთვის არ დავზოგავ თავს.