უფრო მიყვარხარ(ნოკტიურნი) - დუეტი GEORGIA
1.დღეს შენამდე უსასრულოდ შორი გზებია
არ მინახიხარ უკვე წლებია
ნეტავ ახლა როგორი ხარ ჩემო ოცნება
ჩემი ცხოვრება მხოლოდ შენია
2.მითხარი რომ წლების მერეც მე გახსენდები
თუნდაც ხანდახან თუნდაც შემთხვევით
ზოგჯერ მაინც თუნდაც წამით ჩემზე იფიქრე
ნურასდროს დამივიწყებ
მისამღერი:
ჩვენ შორის მონატრების წლებია
ეს უსასრულო გზა და ნისლებია
სიზმრებშიც გეძებ ახლაც იქა ხარ
და მე დღეს უფრო მეტად მიყვარხარ
3.დამიჯერე მოვალ შენთან თუ დამიძახე
ოღონდ მინატრე, ჩუმად მინატრე
სხვას არაფერს არ გთხოვ მინდა ისევ გიყვარდე
ო...სამუდამოდ მინდა გიყვარდე
4.მე უშენოდ მაგრამ მაინც შენთვის ვიცოცხლებ
შენზე ვიფიქრებ, შენთვის ვილოცებ
რას არ უნდა მოხდეს მაინც მინდა ვიცოდე
რომ შენ ბედნიერი ხარ
მის:
ჩვენ შორის მონატრების წლებია
ეს უსასრულო გზა და ნისლებია
სიზმრებშიც გეძებ ახლაც იქა ხარ
და მე დღეს უფრო მეტად მიყვარხარ
პროიგრიში:
...ჩემ სიზმრებშიც გეძებ ახლაც ვიცი იქა ხარ
მე დღეს უფრო მიყვარხარ - 2 ჯერ.