სიმღერის ტექსტი
1. ჩნდება და ქრება ის პირველი მოგონება
მახსოვს და გახსოვს, არასდროს დაგვავიწყდება,
მიდის და მოდის და მხოლოდ ნამდვილი რჩება,
სურვილები ჩავიფიქრო სანამ დაღამდება.
მის:
მუდამ მეყვარები იცოდე, ვამცნობ ქვეყნიერებას,
შენში ვხედავ მე ჩემს სიცოცხლეს, ბედნიერებას,
ჩემი ერთადერთი სურვილი მაგ თვალების ფერია,
შენთან ერთად ყველაფერი უშენოდ არაფერია.
2. ამ გულში მხოლოდ სიყვარული დამრჩენია,
მოაქვს და მიაქვს ყველა დანარჩენი ნიავს,
მე ისევ ვმღერი შენთვის რაც კი მიმღერია,
სიყვარულისთვის ხომ იცი წუთებს არ ითვლიან.
მის: ------