ღთისმშობელო დაიფარე ჩემი მამული
განარიდე ორგული და ავი
დამიბრუნე ჩემს მხარეში ის გაზაფხული
როცა ყველა სიყვარულზე მღერის
სიყვარული გადაგვარჩენს მხოლოდ მოყვასის
საქართველოს სიყვარული შველის
სიყვარული სვეტიცხოვლის,ჯვარის,გელათის
ილიას და რუსთაველის ენის,
მუხა ისევ გამოისხამს ფითლებს
ფარად უდგას შენს მთასა და ბარს
წმინდა ნინო და წმინდა გიორგი
გადაგვირჩენს მიწასა და ცას
საქართველო აყვავდები ისევ
გაიშლები იმერ ამიერ
საქართველოს ცავ,საქართველოს მზევ
საქართველო მრავალჟამიერ.
ღვთისმშობელო განანათლე სული ძლიერი
მამულისთვის შეუწირავს თავი
დაფარე და დალოცე შენი შვილები
ხვალ რომ დედამ არ ჩაიცვას შავი,
დგას ამაყად დღესაც ისევ კავკასიონი
გამინათებს ფერს ქართული ცისას,
გამარჯვების ზარს დარეკავს ეხლა სიონი
გვითენდება დილა მშვიდობისა.
მუხა ისევ გამოისხამს ფითლებს
ფარად უდგას შენს მთასა და ბარს
წმინდა ნინო და წმინდა გიორგი
გადაგვირჩენს მიწასა და ცას
საქართველო აყვავდები ისევ
გაიშლები იმერ ამიერ
საქართველოს ცავ,საქართველოს მზევ
საქართველო მრავალჟამიერ.