ერთიც დამისხით
ლექსი თამაზ გველესიანის
ლოთი ვარ და არცა ვმალავ,
ალბათ თუ ვარ წერაზე,
გთხოვთ შემინდოთ და მიმიშვათ,
ასე მე ჩემს ნებაზე.
კუზიანის გასწორება
არასოდეს იქნება,
არც რჩევა, არც სიბრალური
თქვენი მე არ მჭირდება.
ვარ ყველაზე ბედნიერი,
ნუღარ განსმჯით ჩუმჩუმად
ამ ქვეყანას საღ ჭკუაზე
ჩემმა მტერმა უყურა
მისამღერი: ეს ცხოვრება სულ ქეიფში
ძმებო მინდა გავლიო,
უღვინობა მე არა მწამს,
ღვინო უნდა დავლიო.
უღვინოდ მზეც მიბნელდება,
მთვარეც ვერ მცნობს ცხრათვალა,
ჩამომისხით თუ ღმერთი გწამთ,
ჩამომისხით ჩქარ-ჩქარა.
იმ ქვეყანას ვის რა მიაქვს?...
კარგად უნდა გამიგოთ,
ეს ცხოვრება სანამ დროა,
ფეხქვეშ უნდა გავიგო.
და დამისხით გევედრებით,
ჩემი ჭია ვახარო,
ფულის შენახვა ცოდვაა,
რაც მაქვს უნდა დავხარჯო.