ამ ქვეყანაზე ერთხელ მოვდივართ ყველა
ერთხელ გვეძლევა ცხოვრებისათვის დრო
რაც ღმერთმა გვარგუნა, ვიცხოვროთ კაცურად
სიკეთე ვთესოთ სანამ ვარსებობთ შორს.
და თუ მეგობარს სიტყვა მივეცით იცის,
რომ გაუჭირდეს ჩვენი იმედი აქვს.
ნუ გადავყვებით სმას, ღვინით ვადიდებთ მას
ამ მეგონრობის მე არაფერი მწამს.
ერთგულებაა ყველაზე დიდი ნიჭი.
ერთგულებაა ყველაზე დიდი შნო.
რაც ღმერთმა გვარგუნა, ვიკმაროთ კაცურად
ნაღდი მეგობრის შევსვათ სადღეგრძელო,
ნაღდი მეგობრის შევსვათ სადღეგრძელო.
ამ წუთის სოფელს ერთხელ ვესტუმრეთ ყველა,
ერთხელ მოგვეცა სიყვარულისთვის დრო.
თუ მეგობრობის გწამს, თუ სიყვარულის გვწამს,
გამოვიაჩინოთ ერთგულებაში შნო.
და თუ მეგობარს სიტყვა მივეცით იცის,
თუ გაუჭირდა ჩვენი იმედი აქვს,
ნუ გადავყვებით სმას, ამით წავაგებთ თავას
ამ მეგონრობის მე არაფერი მწამს.
ერთგულებაა ყველაზე დიდი ნიჭი,
ერთგულებაა ყველაზე დიდი შნო
რაც ღმერთმა გვარგუნა, ვიკმაროთ კაცურად.
ნაღდი მეგობრის შევსვათ სადღეგრძელო,
ნაღდი მეგობრის შევსვათ სადღეგრძელო
კაცურ კაცობის შევსვათ სადღეგრძელო
და მეგობრის შევსვათ სადღეგრძელო