ბ ა ღ დ ა თ ი
ამ ბოლო დროს ქართველები სად არის რომ არ დადიან
უცხოეთის საზღვრებს იქით წარამარა გადადიან
მე ჩემს თავად დავჯერდები რაც უფლისგან მაბადია
ჩემი ბუდე ჩემი კერა მშობლიური ბაღდათია
მის: ბაღი ბაღი ბაღი ბაღი ბაღნარია ბაღნარია
ქართულია მისი სული წესითა და ადათიც
კაი კაი კაი კაი არ დამიწყო მტკიცება და კამათი
მთელ ქვეყანას მირჩევნია მშობლიური ბაღდათი
ქვეყნად ორი ბაღდათია ორადორი ცისქვეშეთში
ის ბაღდათი ერაყშია ეს ბაღდათი იმერეთში
ის თუ ნავთით მექადნება ამაყოფს ცეცხლის ალითა
მე ვჯობივარ ბუნებით და ჩემი საირმის წყალითა
მის: --------------------------------------------------------
ის ბაღდათი ჩვენ ბაღდათთან ვერას მოვა ვერაფერში
თუგინდ ხატზე დავიფიცებ ჩვენ ვჯობივართ ყველაფერში
მათი კერპი დიქტატორი ჰუსეინის სადამია
ჩვენ ვაფასებთ ძია როსტის უსაყვარლეს ადამიანს
მის: --------------------------------------------------------
ი მ პ რ ო ვ ი ზ ა ც ი ა
აქ ზღაპრული სილამაზე გადაშლილა მთად და ველად
ცოტა ხელსაც თუ გავანძრევთ გვეშველება უეჭველად
ჩვენი ჯიშის ჩვენი გვარის იმედი და რწმენა გვქონდეს
მსოფლიოში ლაღიძეთა კახიძეთა ხმა ისმოდეს
მის: --------------------------------------------------------