ჩემო ჭაღარა მამიკო, თვალებში გიდგას ნათელი
შორიდან გეთაყვანები შვილი გიმღერის ქართველი.
დაგვლოცე მამი დაგვლოცე, ვარ შენი ნახვის მნატვრელი
შენ შეგვაყვარე სამშობლო და მადლიანი ქართველი.
ოჯახში ძმობას თესავდი, სიამტკბილობით ქებული
წინ შენი სახე გვინათებს ჭაღარა გაბრწყინებული.
მინდა გაკოცო მაკოცო შენს თვალებს ვხედავ მღიმარეს
მაგრამ ვერსაით გადმოველ ამ სატიალო მდინარეს