ყაყაჩო
დილით შენს ბაღში ვღიღინებ
ღამით ყვავილებს ვდარაჯობ
პირველად შენ გამიღიმე
და მერე შენმა ყაყაჩომ
ყაყაჩო მაგ შენი ბაღის
გიშრის წამწამა ყაყაჩო
მე ყოველ ღამე მიცინის
როცა ყვავილებს ვდარაჯობ
ვფიცავარ მიწის დიდებას
მარჯვენა გვიჭრის ვაჟკაცებს
მე ხმლით გავკაფავთ მტრის რისხვას
შენი თვალების კაშკაშებს
შენ ყვავილები ახარე
ვარდების მოვლას სხვა რა სჯობს
და გულზე გადამაყარე
მაგ შენი ბაღის ყაყაჩო